ჯერარარისგვიან

ვირტუალური კონკურსი “ჯერარარისგვიან”

ჩვენი პირველი მადლობა ეკუთვნის არქიტექტორ ნიკა წულაიას,

რომელმაც ცოტა ხნის წინ თბილისის არქიტექტურულ ფორუმს გამოუგზავნა ეს სურათი. სურათი, რომელმაც გადაგვაწყვეტინა ვირტუალური კონკურსის გამოცხადება რუსთაველის პროსპექტის 7 ნომერში მშენებარე შენობის მხოლოდ ერთი ნაწილის ფასადზე, რომელსაც ხშირად შეცდომით მხატვრის სახლს ან თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს უწოდებენ.

BREAKING THE WALL

ჯერარარისგვიან-6

სწორედ ბეტონის კედლების სიმბოლურ ნგრევას ეძღვნება ეს ვირტუალური კონკურსი, რომელმაც შეიძლება რეალობა არ შეცვალოს, მაგრამ დაგვაფიქროს და გადაგვაფასებინოს ღირებულებები, რაც არასდროს არ არის გვიან. ანტიტექტურის და სხვა არქიტექტორების მაშინდელი მოთხოვნა, ჩაეტარებინათ ნამდვილი კონკურსი, ბეტონის კედელს შეასკდა. პროექტი უკვე დამტკიცებული იყო და ყველა ამბობდა, რომ უკვე არის გვიან. იმის მერე ბევრი დრო გავიდა და მაინც – “ჯერარარისგვიან”!!!!

 

თუმცა კონკურსი ვირტუალურია, ბეტონის კედელი კი რეალური – ის ჯერ არ არის შემოსილი იმ ანაქრონისტული დეკორაციებით, რომლებიც არ ეწერება რუსთაველის პროსპექტის საერთო ანსამბლში და არ შეეფერება 21-ე საუკუნის ახალ შენობას, რა შინაარსის მატარებელიც არ უნდა იყოს ის. ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ ამ კონკურსით მთელ კედელს თუ არა, რამდენიმე აგურს მაინც გამოვანგრევთ კედლიდან, რომელიც პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაშია აღმართული.

 

ჟიურის წევრი, იტალიელი არქიტექტორი სიმონე რეტო: “ამ კონკურსის მიზანი დიალოგის დაწყებაა. ჩემთვის საინტერესოა ვაჩვენოთ, რა რაოდენობის და რამდენად უკეთესი იდეის პოვნა შეიძლება თუნდაც ფეისბუქით გამოცხადებული კონკურსის პროექტებს შორის…და ვუთხრათ მათ (დამკვეთებს) – წარმოგიდგენიათ, რა შედეგის მიღება შეგეძლოთ, ოფიციალური კონკურსი რომ გამოგეცხადებინათ? მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ მათ უნდა გავაგებინოთ, რომ ასე ისინი კარგავენ შესაძლებლობას, გაკეთონ რამე კარგი და ახალი თავიანთი ქალაქისთვის.”

ვირტუალური ორგანიზაციების, თბილისის არქიტექტურული ფორუმისა და ანტიტექტურას მიერ სპონტანურად გამოცხადებული კონკურსის ელექტრონულ ფოსტაში 26 სურათი შემოვიდა.

ის, თუ როგორ აღიქვამენ კონკურსის მონაწილეები ქალაქის მიერ დამტკიცებულ პროექტს, სარკესავით ირეკლება მათ მიერ გამოგზავნილ ხშირად საკმაოდ ემოციურ ინტერპრეტაციებში. აქ არის ყველაფერი – ფასადის სერიოზული, რეალისტური გადაწყვეტის მცდელობიდან მთელი შენობის ამა თუ იმ მეთოდით გაქრობის ვარიანტამდე. დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს! ყველა პროექტი ერთნაერად მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ სამი მიიღებს პრიზს.

ვინაიდან ჩვენი მიზანი დიალოგი და არა ნგრევაა, ჩვენი არჩევანიც არქიტექტურულ გადაწყვეტაზე გაჩერდა.

 

მადლობა ჩვენს საერთაშორისო ჟიურის, რომელმაც თითქმის ერთი კვირა იმუშავა გამარჯვებულების ამოსარჩევად და ამერიკას, ევროპასა და საქართველოს შორის არსებული დროის განსხვავებების მიუხედავად მაინც დროულად მიაღწია ერთიან გადაწყვეტილებას –

 

პირველი პრიზი მიიღო დავით მანჯავიძის პროექტმა TK1001.

ჟიურის გადაწყვეტილებით, მეორე და მესამე ადგილის მაგივრად გაიცემა ორი მეორე პრიზი, რომელსაც მიიღებენ ლევან კიკნაველიძე BD2145 და თენგიზ ალავერდაშვილი TA4321. ვულოცავთ გამარჯვებულებს!!

 

გამარჯვებული პროექტის კონტექსტში უნდა აღინიშნოს თამარ კელენჯერიძის წინადადება MO2014, რომელიც ასევე ფასადის, როგორც ყველასთვის გახსნილი ვერტიკალური სივრცის გამოყენებას ითვალისწინებას, მაგრამ გრაფიკულად არასრულადაა წარმოდგენილი, არ ჩანს, როგორი უნდა იყოს ის მოძრავი კონსტრუქციები, რომელებიც კონცეფციაშია ჩადებული.

ჯერარარისგვიან-12

 

მეორე ადგილი, ავტორი თენგიზ ალავერდაშვილი, თბილისი, – კარგად წარმოდგენილი საინტერესო იდეა შენობის დინამიური, ცვალებადი ფასადების მისაღებად, რომლებიც ყოველ წელს რუსთაველის ამ მონაკვეთს ახალ სახეს შესძენს, რაც რა თქმა უნდა, სერიოზული თანამედროვე ხელოვნების არსებობას და მაღალი დონის თანამედროვე ტექნიკურ შესაძლებლობებს საჭიროებს.

ჯერარარისგვიან-4

 

მეორე ადგილი, ავტორი ლევან კიკნაველიძე, ბერლინი, – არქიტექტურული გადაწყვეტა, რომელიც კვლევას და ისტორიული კონტექსტის ანლიზს ეყრდნობა და გავჩვენებს სერიოზულად განვლილ გზას, თუ როგორ უნდა მივუდგეთ საკითხს, თუნდაც ვირტუალური კონკურსის დროს.

ჯერარარისგვიან-5

 

გამარჯვებული პროექტი, ავტორი დავით მანჯავიძე, ბერლინი, – გვაჩვენებს მარტივ და ელეგანტურ შესაძლებლობას, ფასადის ყრუ კედლები გადავაქციოთ “ვერტიკალურ ქუჩად”, რომელიც ყველასთვის ღიაა.

ჯერარარისგვიან-3

 

ასეთი გადაწყვეტაში სიმბოლურ მნიშვნელობასაც ვხედავთ – ის გვაძლევს უფლებას, ავძვრეთ კედელზე, და ახალი წერტილიდან გადავხედოთ ჩვენი უახლესი ისტორიის მოვლენებს, რომლებიც ამ შენობის წინ წლების მანძილზე ვითარდებოდა, იმისთვის, რომ ახლიდან შევაფასოთ ისინი და ვთქვათ, რომ აქ დგომის დრო დამთვარდა და სხვანაერად ვიბრძოლოთ ჩვენი კედლების ნგრევისთვის.

 

დავით მანჯავიძის პროექტის არჩევით ჩვენ გვინდა მივმართოთ დამკვეთს, რომ ჯერ არ არის გვიან, გამოიყენოს შესაძლებლობა, დაუბრუნოს რუსთაველის პროსპექტს და თბილისის მოქალაქეებს ერთი კედელი მაინც. კედელი, რომლის უკანაც მისი უზარმაზარი კერძო საკუთრება დგას. ქალაქი, რომელმაც მას რუსთაველის პროსპექტის გულში მშენებლობის საშუალება მისცა, მადლობელი დარჩება.

 

ორგანიზატორების და ჟიურის სახელით, ნინო ჩაჩხიანი.

 

 

ჯერარარისგვიან-1

ჯერარარისგვიან-2

ჯერარარისგვიან-7ჯერარარისგვიან-8ჯერარარისგვიან-9ჯერარარისგვიან-11ჯერარარისგვიან-13ჯერარარისგვიან-14ჯერარარისგვიან-15ჯერარარისგვიან-16ჯერარარისგვიან-17ჯერარარისგვიან-18ჯერარარისგვიან-19ჯერარარისგვიან-20ჯერარარისგვიან-21ჯერარარისგვიან-22ჯერარარისგვიან-23ჯერარარისგვიან-24ჯერარარისგვიან-25ჯერარარისგვიან-26ჯერარარისგვიან-27ჯერარარისგვიან-28

ბოლოს წარმოგიდგენთ გია და არჩილ ქურდიანების სტუდია დინასტიის მშენებარე პროექტის ხედებს.

ჯერარარისგვიან-29ჯერარარისგვიან-30

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s